Thursday, January 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“ამ სტატიით ბოდიშს ვიხდი და ვხსნი ჩემს უხეშ დამოკიდებულებას, სიტყვებს ანტივაქსერების წინააღმდეგ…” – გადელია

December 20, 2021
“გადავწყვიტე, სახელის გატეხვისთვის ვუჩივლო…” – დავით გადელია ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიაზე რეაგირებას იწყებს

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

“ბოლო დროს, როცა მეკითხებიან, ვერ ვიკავებ თავს და ყოველგვარი რევერანსების და მორიდების გარეშე ვამბობ ჩემს მოსაზრებებს ანტივაქსერებზე. როგორც ფსიქიატრმა ვიცი, რომ ბოდვების მოსმენისას მოთმინება მმართებს, არ უნდა გავბრაზდე, მაგრამ ეს ვალდებულება მხოლოდ ავადმყოფების მიმართ მაქვს და არა იმ ადამიანებისადმი, ვისაც ლამის აქეთ ვგონივართ სულელები, ან დიდი მსოფლიო შეთქმულების მონაწილენი (თუმცა, არც ეს სინდრომია შორს სულით ავადმყოფობასთან). არა, თავიდან პატიოსნად ვცდილობდი მშვიდად ამეხსნა, შემეცვლევინებია შეხედულებები, მაგრამ უკვე აზრი აღარ აქვს, უკვე ყველაფერი ნათქვამია! აწი, ამ ხალხს ვერ შეცვლი. ჩემი მოთმინება კი ყოველი გარდაცვლილი ადამიანით მცირდებოდა და ახლა არც არაფერი შემრჩა… ესენი რაღაცას ფსევდოფილოსოფოსობენ და ჩვენთან კლინიკაში რეალური ადამიანები – ოჯახის მამები, მზრუნველი დედები, საყვარელი ბებია-ბაბუები ყოველდღე კვდებიან ამ საშინელი ვირუსით.

ვირუსის ვერაგობა იმაშიცაა, რომ ხანდახან გგონია გამოკეთდა პაციენტი, მალე გაწერაზეც კი იფიქრებ და უცებ – ავადმყოფის ძალების სრულიად წართმევის გამო, ან იმიტომ, რომ ვირუსი ყველა ორგანოს სისხლძარღვებს აზიანებს და ზოგჯერ კრიტიკულ ზღვრამდე- მოულოდნელად შემოტრიალდება მდგომარეობა და პაციენტი კატასტროფულად მძიმდება…

ყველა სიკვდილი კლინიკაში მძიმედ გადასატანია. განსაკუთრებით ეს დილის კონფერენციაზე ჩანს… კლინიკას ძალიან მაღალი რეპუტაცია აქვს, ყველა დარწმუნებულია: – “თუ ბოჭორიშვილში მოხვდა, ესე იგი უკვე სამშვიდობოზეა!” .. სამწუხაროდ არაა ყოველთვის ასე და ეს მაღალი ნდობა კიდევ უფრო გვიმძიმებს დამარცხებისას ფსიქოლოგიურ ტვირთს. შემოსული ავადმყოფებიდან ბევრია ჩვენი ნათესავი, მეგობარი, ან ნაცნობი… მოგეხსენებათ, საქართველოა… ბევრს კიდევ სჯერა ეს არქაული სიბრიყვე, რომ “ნაცნობობით უკეთესად მკურნალობენ”. რა თქმა უნდა, სისულელეა! სულ უპატრონო, ქუჩაში მაცხოვრებელი უიღბლოც ჩვენთან მაქსიმალურ მკურნალობას იღებს! ისეთს, როგორც დეპუტატი, ან მინისტრი. გარდაცვალების პროცენტიც იგივეა. დაბალი, თუმცა იგივე. ჩემი ახლობლების, ნაცნობების გარდაცვალების ალბათობაც ისეთივეა.

საუკეთესო, ბავშვობისდროინდელი ძმაკაცი გარდამეცვალა კოვიდით ჩვენს კლინიკაში, ვერაფერი ვუშველე, დაკრძალვაზე კი მეგობრებთან ისეთი დანაშაულის შეგრძნება მქონდა, თითქოს მართლა ჩემი ბრალი იყო, ყველა შემთხვევაში ასე ვარ. ვერც ვმალავ ამ წუხილს და რაღაც არარსებული დანაშაულის შეგრძნებას. ჩემი ერთ-ერთ მეგობარი, რომელსაც მამა გარდაეცვალა ჩვენთან, მამის დასაფლავების მეორე დღეს მოვიდა ჩემს დასამშვიდებლად, საჩუქრით… ალბათ შევეცოდე… წუხელისაც გარდაიცვალა ჩემი ახლობლის მამა, ძალიან რომ მიყვარს და ვაფასებ ისეთის… საშინლად განვიცადე და ათასი ბოდიში ვუხადე. არადა, იმედი გვქონდა, გამოძვრებოდა…

…აი, ასეთი განცდების გამო მიჭირს ვიყო მომთმენი ანტივაქსერების მიმართ! როდესაც ფაქტებით ვარ დარწმუნებული, რომ აცრა აძლევს ყველას შანსს გადარჩეს! გვაძლევს ჩვენ, ექიმებს შანსს ეფექტურად დაგეხმაროთ! ამის ნაცვლად კი… როგორ უნდა ვიყო მომთმენი?! ერთმა, რომელსაც აქ სხვა აზრების გამო პატივს ვცემდი, მთხოვა ტელევიზიაში ოპონენტად დამიჯექიო, იმ ნარჩენი პატივისცემის გამო არ ვუპასუხე, რომ სისულელეს მთავაზობდა. შეიძლება ადამიანთან ოპონირებისთვის დაჯდე, ვთქვათ ოზონის ხვრელის შემცირების საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დაუჯდებით იმის სამტკიცებლად, რომ დედამიწა მრგვალია და ოზონის შრე აკრავს? ზუსტად ასეთი აქსიომაა 21-ე საუკუნეში აცრის სარგებელი (ალბათ ჯერ კიდე მეოცე საუკუნეშიც!). ილანძღებიან და თან იქით უნდა ეფერო! ჩვენმა ერთმა პროფესორმა, შემოსული ავადმყოფის მეუღლეს ანამნეზის შეკრებისთვის და არა ჭორიკნული ცნობისმოყვარეობის გამო ჰკითხა: – “ავადმყოფს აცრა გაკეთებული აქვს?” და იმ უზრდელმა” – “ეე, დაიწყებენ ახლა აცრაზე და სისულელეებზე ლაპარაკს”…

ამ სტატიით ბოდიშს ვიხდი და ვხსნი ჩემს უხეშ დამოკიდებულებას, სიტყვებს ანტივაქსერების წინააღმდეგ. რამდენადაც ვიცი, დღესაც უნდა ვიყო ერთ გადაცემაში და არ გაგიკვირდეთ ჩემი ლექსიკა”, – წერს გადელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

https://mix.metronome.ge/23532-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა – სად არის შეზღუდული გადაადგილება?
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქება მოხდა არის მსხვერპლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge