ევროპის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილეს, იგორ ნარმანიას, რომელიც ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად საერთო განცხადების გაკეთებას აპირებდა, თავს დაესხნენ.
კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.„აგრესიულად იყვნენ განწყობილი, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ვერაფერს ვერ დამაკლებენ, ამ ბრძოლაში. ვის შეაშინებენ? აქ ათასობით კამერაა და პოლიციამ რომ ამოიღოს [გამოჩნდება], გვერდიდან მომეპარა. თქვენი არავის არ ეშინია, მხნედ ვარ, ბრძოლის განწყობაზე ვარ, ჩემი მეგობრებიც აქ არიან და ვაპირებთ შევიდეთ უკომპრომისო ბრძოლაში. არ მიხვიდეთ რუსულ საარჩევნო უბნებზე, გელოდებით 16:00 საათზე რუსთაველზე, რომ ამ მუხანათურ ჩმორობას გავცეთ პასუხი. ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან. ეს არის ბრძოლა, რომელიც ამ ქვეყანაში დაიწყო 30 წლის წინ და ამ ბრძოლას დავასრულებთ, ექნება ლოგიკური დასასრული“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.ცნობისთვის, მეტეხის ხიდთან ახალგაზრდები განცხადების გაკეთებას აპირებდნენ, რა დროსაც თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის გარდა, დაშავდა კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა.