Friday, October 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

October 3, 2025
“სასწორზე შემდეგი არჩევნები დევს – საქართველო თავის ბედს სწორედ მაშინ გადაწყვეტს”– სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ხვალ ადგილობრივ არჩევნების ნაცვლად, საპროტესტო აქციაზე წავა.იგი “ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის მუქარას ეხმაურება და ამბობს, რომ ხვალინდელი აქცია მშვიდობიანი იქნება და პროტესტის მონაწილეები ძალადობას არ გეგმავენ.

“პირველ რიგში, მსურს, ვუპასუხო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს აქო ვითომდა სამართლიანი ადგილობრივი არჩევნები და ამავე დროს, დაიმუქრა, რომ რაღაცის დამხობა იგეგმება. ეს ტყუილია. არანაირი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არ ტარდება ხვალ – ეს ჩვეულებრივი ფარსი და დაცინვაა იმ ადამიანებისა, რომელიც ქუჩაში გამოდის მშვიდობიანად უკვე 300 დღეზე მეტია…

ვინც ქუჩაში გამოდის, გამოდის იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავისი ხმა და ისინი არ დაკმაყოფილდებიან ამ ფარსით. არც არაფრის გამოგლეჯვის და გამოსწორების შანსი არ არსებობს. ეს ჩვეულებრივი დიქტატურის მაგალითია.

მეორე და უფრო დიდი ტყუილია ის, რომ თითქოს რაღაც მცდელობა იქნება დამხობის, რომელშიც, თითქოს, ყველა იქნება გაერთიანებული. ესეც ფარსი და შეურაცხყოფაა საზოგადოების, რომელმაც მსოფლიოს, ამ დღეების მანძილზე, აჩვენა თავისი გამძლეობა და მედგრობა. [აქციების] არც ერთ დღეს არ ყოფილა ძალადობა, არანიაირი მცდელობა [დამხობის] და მათ აჩვენეს მსოფლიოს, რომ თურმე შეიძლება, ძალიან მშვიდობიანად გამოხატვა წინააღმდეგობის და ეს დიდი მაგალითია. ჩვენ ამით ვართ ჩვენს პარტნიორებთან ცნობილი და ამით დავიმსახურეთ მათი მხარდაჭერა, ხოლო რეჟიმის იზოლირება“, – თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მისი მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

“ეს კობახიძის მცდელობაა, დანარჩენი [ბოიკოტში მყოფი] პარტიების დისკრედიტაცია მოახდინოს და ამით ჩააქროს დიდი და მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც გრძელდება. ეს არის მთავარი ძალა, რომელსაც ვერ მოერია ეს რეჟიმი ვერაფრით. ხალხი ზოგჯერ ბევრია, ზოგჯერ ცოტა. ხალხი ქუჩაში იქნება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება – ახალი საპარლამენტო არჩევნები და ამ რეჟიმის მშვიდობიანი ცვლილება. არანაირი მესამე რესპუბლიკა არ იქნება. ასე რომ ეს ყველაფერი ფარსია. ჩვენ არ უნდა გადაგვიყვანონ ამ რეჟიმში. უნდა ვიყოთ ყველანი მშვიდად. მე არ წავალ არჩევნებზე და ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე და სანამ საჭირო იქნება ყველა აქციაზე ვიქნები“, – თქვა ზურაბიშვილმა.

დღეს “ოცნების” პრემიერი გამართულ ბრიფინგზე 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს “ძალადობრივი დანაშაულისთვის ბევრად მკაცრი სასჯელით” ემუქრება.

მან განაცხადა, რომ “ნებისმიერ ძალადობრივ აქტს მიესადაგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმაზე მკაცრი მუხლები, ვიდრე შარშანდელი მიტინგების დროს გამოვლენილ მოძალადეებს შეეფარდათ”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გვერდიდან მომეპარა”- რას ამბობს იგორ ნარმანია, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ
  • ევროპის მოედანთან აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ – დაშავებულია ენმ-ის წევრი, იგორ ნარმანიაც
  • “ბურჭულაძემ იზრუნოს, რომ ხვალ ძალადობა არ მოხდეს… პასუხისმგებელი ის იქნება”- პაპუაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge