“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
“კორონა ვირუსის ახალი ვარიანტი – “ომიკრონი” იპყრობს შეერთებულ შტატებს, ევროპას და აფრიკულ ქვეყნებს.
მარტო ამერიკაში ერთ კვირაში ახალ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 0.4%-დან 2.8%-მდე და ნიუ ირკში კი ყველა ახალი კოვიდ ინფიცირებულიდან 13% ომიკორნის ვარიანტით არის ინფიცირებული.
დღეს საქართველოში დომინანტია “დელტა” ვარიანტი და, სავარაუდოდ, ზამთარს დავასრულებთ ომიკრონით. გამოსავალი კი სამედიცინო პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა, შენობების განიავება და ბუსტერ დოზები! ხო, ჩინური ვაქცინები არ გამაგონოთ, რუსულებზე კი საერთოდ არ ვსაუბრობთ – პლაცებო ვაქცინები”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/24527-2/