რუსეთის გრუ-მ თავისი ყველაზე ცნობილი გენერალი ჩამოიყვანა საქართველოში, 21 დეკემბერს აჯანყების მოსაწყობად. აბა, გამოცანით ვინ? – ამის შესახებ მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით წერს.
“თემურა ალასანიას მიზანია – ჩაშალოს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია. რუსეთის ბოლო იარაღია მისი ჩამოსვლა”, – წერს კაკაბაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ამასთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მისი ბიძა თემურ ალასანია, რომელიც საქართველოში საახალწლოდ ჩამოვიდა დაკითხვაზეა დაბარებული.
https://mix.metronome.ge/24517-2/
https://mix.metronome.ge/24524-2/
