Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

October 2, 2025
შსს ქვეყნიდან აძევებს უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ – რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე და დაუსწრებლად წარედგინა ბრალი უკრაინის მოქალაქეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1977 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს, ხოლო უკრაინის მოქალაქეს – 1976 წელს დაბადებულ რ.ტ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დაარსებული ჰქონდათ შპს „ქინდერლი ჯორჯია“, რომელიც წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის. კერძოდ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით შპს „ქინდერლი ჯორჯია“ ახდენდა სუროგატი დედების მოძიებას და მათთან დებდა ხელშეკრულებას ბიოლოგიური მშობლების სახელით, როგორც მათი წარმომადგენლები.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აღნიშნული შპს-ს სახელით, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისაგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხა და ნაცვლად იმისა, რომ ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული თანხა გამოეყენებინათ სუროგატი დედების სამედიცინო და ყოველდღიური ხარჯებისთვის, ასევე ბინის ქირისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დასაფარად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბიოლოგიური მშობლებისგან მიღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და “დ” ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge