Wednesday, October 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

October 1, 2025
“რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლას. იგი საუბრობს მიზეზებზე, რის გამოც უკრაინაში კომფორტულ ცხოვრებაზე უარის თქმა გადაწყვიტა და ყველას მოუწოდებს 4 ოქტომბერს რუსთაველზე გასვლისა და ბრძოლისაკენ.

“2021 წლის სექტემბრის ბოლოს დავტოვე ჩემი ლამაზი ახალაშენებული სახლი კიევის გარეუბანში (ეს იყო ყველაზე კარგი სახლი რომელიც როდისმე მქონია) გავიარე ჩემს სამსახურში, პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაში, სადაც ჩემი დიდი კაბინეტი მისაღებით პირდაპირ ზელენსკის კაბინეტის ზემოთ იყო განლაგებული და სადაც ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა.
მოვაწესრიგე საბუთები და გავემგზავრე პირდაპირ ოდესაში. ამ ჩემს უსაყვარლეს ქალაქში, რომელშიც ადრე გუბერნატორი ვიყავი და საიდანაც 230 კილომეტრიანი გზა ავაშენე ევროკავშირის საზღვრამდე.
ბოლოჯერ ჩავეხუტე ალისას და გავემგზავრე პორტისკენ, რომელსაც ჩემი გუბერნატორობის დროს გადავარქვით სახელი ლენინის მიხედვით დარქმეული ილიჩოვსკიდან. ჩენრო მორსკზე დავჯექი ბორანზე და გავემგზავრე საქართველოში.
ეს არ იყო ჩემი პირველი მცდელობა საქართველოში დაბრუნების. ერთი წლით ადრე საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში დავჯექი კატერზე და წავედი საქართველოში. გზიდან ჩავერთე დიდ მიტინგს თავისუფლების მოედანზე პირდაპირ კატერის ტრიუმიდან.
რუსეთის ტერიტორიული წყლებიდან სოჭის აკვატორიაში დაახლოებით 5 კილომეტრში კატერს კარგად არყევდნენ ტალღები და ამიტომ თბილისში ეკრანზეც იგრძნობოდა ეს რყევა. შეიძლებოდა დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ კამერის ოპერატორს უყანყალებდა ხელი.
ჩართვის შემდეგ ბათუმისკენ გავაგრძელეთ გზა. გზაში ჩერჩილის ბიოგრაფიას ვკითხულობდი. როგორც ჩანს ჩვენი სატელეფონო სიგნალი გადაიჭირეს და ბათუმში გამოცხადდა განგაში. სპეცრაზმი მოიყვანეს მზადყოფნაში (რაც მათმა მებრძოლებმა შეგვატყობინეს) ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი სასწრაფოდ ჩავიდა იქ.
ამასობაში ატყდა დიდი შტორმი, რომელმაც სერიოზულად დაგვამუხრუჭა, ტალღები თავზე გადადიოდა, ტრიუმში მთელი ავეჯი დაიმტვრა და თან გზაში ჩემი ჯერ კიდევ ევროპაში აღმოჩენილი კოვიდი საკმაოდ გამიმწვავდა, სიცხე მქონდა და სატურაცია 87-ზე ჩამომივიდა.
თითქოს ყველა ფაქტორი ჩვენს წინააღმდეგ ამოქმედდა და მივიღე გადაწყვეტილება უკან დაბრუნების. ამიტომ 2021-ში კატერზე უარი ვთქვი და უფრო საიმედო თუმცა უფრო სარისკო აღმოჩენის კუთხით, ბორნით წამოვედი.
რატომ მივატოვე ჩემი ძალიან კომფორტული ცხოვრება უკრაინაში, სადაც დიდ პატივს მცემდნენ? უბრალოდ აღარ შემეძლო ძალიან დაჩქარებული ტემპით საქართველოს განადგურების ყურება.
20 ივნისის შემდეგ საპროტესტო მოძრაობაც მძლავრად დაიწყო და მე არ მიმაჩნდა სამართლიანად შორიდან, უსაფრთხო დისტანციიდან წინააღმდეგობისკენ მოწოდება.
დაახლოებით ამ დროს წავიკითხე ფილოსოფოსის, ნასიმ ტალების, ამსტერდამში ნაყიდი წიგნი, რომელიც შეიცავდა თეორიას რომ თუ ბრძოლაში გამარჯვება გინდა, აუცილებლად უნდა შეაგდო შიგ საკუთარი ტყავი.
და მე გადავწყვიტე საკუთარი ტყავის შეგდება. არა უბრალოდ წარსულ დამსახურებებზე აპელირება არამედ ახალ ბრძოლაში ყველაფრის გარისკვა.
რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ შეიძლება გზაში მოვეკალით, რომ თითქმის 100%-ით ციხეში მოვხვდებოდი, რომ იქ შეიძლება ცუდად მომქცეოდნენ, (სინამდვილეში მომწამლეს და მირტყეს, რამაც ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა) მაგრამ მაშინაც და ახლაც იმედი მქონდა ქართველი ხალხის თავისუფლების მოყვარეობის და ბრძოლისუნარიანობის.
დღეს სრულდება 4 წელი რაც ციხეში ვარ. აკრძალული მაქვს სატელეფონო კომუნიკაცია, თანამებრძოლებთან შეხვედრები, მაგრამ ერთი წუთით არ გამნელებია ბრძოლის ჟინი, მაშინაც როცა სიკვდილის პირას ვიყავი და ახლაც როცა 4 ოქტომბერს ველოდები.
დიახ ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე ამ ბრძოლას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კიდევ უფრო კარგი წლები წინ გვაქვს.
ციხიდან დაუსწრებლად გავიცანი და დავუმეგობრდი ბევრ ახალგაზრდა თანამებრძოლს. ისინი დიდი ენერგიას მაძლევენ და ჩემი ვალია მათ დავუდგე გვერდით ახალი საქართველოს მშენებლობაში.
ყველანი რუსთაველზე 4 ოქტომბერს!
ყველანი საქართველოსთვის და თავისუფლებისთვის!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გელა ხასაიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • წყალდიდობა ოდესაში – დაღუპულია 9 ადამიანი
  • ტენდერების სკანდალთან დაკავშირებით, ირაკლი ზარქუას და პირველ კომენტარს აკეთებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge