ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, N82-ში მერიამ ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ამ ბაღთან ახლოს მაღალი ძაბვის ხაზები გადის. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს.
გახსნიდან რამდენიმე დღეში ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა შენობასთან ახლოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძის საკითხის განხილვა შიდა ჯგუფში დაიწყეს, რამაც უფრო მეტი კითხვა გამოიწვია, ამიტომაც ბაღების გაერთიანებას მიმართეს.
„ბათუმელებმა“ გამოარკვია, რომ საბავშვო ბაღთან 110 კვ მაღალი ძაბვის ხაზები გადის. ხაზს კი თავისი დამცავი ზონა უნდა ჰქონდეს. საქართველოში მოქმედი სტანდარტების მიხედვით ეს არის სადენიდან 20 მეტრი იქეთ და აქეთ – ანუ ამ 40 მეტრი სიგანის დერეფანში საცხოვრებელი შენობა არ უნდა იყოს. N38 ბაღის შენობის ნაწილი კი ხაზის დამცავ ზონაშია მოქცეული. რაც შეეხება ბაღის ეზოს ღობეს, ის გადამცემი ბოძის ძირში გადის. ფაქტობრივად, ბოძი სამი მხრიდან ბაღის ღობითაა შემოსაზღვრული.
ენერგოკომპანიამ განმარტა: „აღნიშნულ მისამართზე ელ.გადამცემი ხაზი ეზოზე არ გადადის, გამომდინარე აქედან საშიშროებას არ წარმოადგენს.“