“ყველა ნაბიჯი, რომელიც ასუსტებს “ოცნებას”, აახლოებს ახალ საპარლამენტო არჩევნებს” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ერთ-ერთი გზაა, რომ “ქართულ ოცნებას” არ მისცენ საშუალება “მოხდინოს თავისი ძალაუფლების კონსოლიდირება ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე”.
აქ არის საჭირო მოქმედება, ამიტომაც ვართ ჩართული ამ პროცესში, რასაც ქვია მუნიციპალური არჩევნები იმიტომ, რომ დავასუსტოთ “ქართული ოცნება”. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ასუსტებს “ქართულ ოცნებას” აახლოებს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, აახლოებს დემოკრატიულ ცვლილებებს ქვეყანაში. ყველაფერი, თავისთავად, ამისკენ უნდა იყოს მიმართული.
უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ერთადერთი და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ისეთი რეცეპტი, რომ ჯადოსნურ ჯოხს ფლობს, რომლის შედეგადაც ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ საშუალება “ქართულ ოცნებას” მოხდინოს თავისი ძალაუფლების კონსოლიდირება ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე. თუ ეს მოახდინა, მაშინ რა თქმა უნდა, პირიქით, უფრო რთულდება მისი იძულება დანიშნოს ახალი საპარალამენტო არჩევნები,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.