ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის მიერ მის შვილთან, საბა კოდუასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ეხმაურება.
იგი ამბობს, რომ კოდუა დაკავებული არ არის და დამატა, რომ რუსთავი 2-ს სასამართლოში უჩივლებს.
“მეგობრებო, ეს არის ამბავი. საბა რა თქმა უნდა დაკავებული არაა. რ2 მოემზადოს პროცესისთვის. არასრულწლოვანზე სიტყვა სავარაუდოც რომ არ დაწერეს!!
ნინო შუბლაძე ათამდე დაგეთვალათ, სიტყვა სავარაუდოდ ჩაგემატებინათ!!! შენს შვილზე პატარაა!!!! შენს ხელში დაიბადა გაიზარდა!! რა იაფია შენი მორალი და ახლა როგორი არადამიანი ჩანხარ !!”, – წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, რუსთავი 2-მა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ საბა კოდუა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავა.
შსს-ის განმართებით კი პოლიციამ კოდუა გადამოწმების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც, მანქანის ავტომობილის კარში “სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი შენიშნეს,” რომელიც, უწყების განმარტებით, სავარაუდოდ, “ხმოვანი აკუსტიკური იარაღია”.