მომღერალი და ტელეწამყვანი სტეფანე მღებრიშვილი “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც გრიპი აქვთ და მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
“ახალი ტრენდი აქვთ გაჭედილ ცხვიროსანებს:
“არ შეგეშინდეს, ტესტი გავიკეთე და კორონა არ მაქვს , გავცივდი “ – ამ პანდემიაში ვისწავლეთ, გაციება ასე არარსებობს სახეზე რომ ჩანდეს.
ეგ ყველაფერი რაც თქვენ გაციება გგონიათ, სხვადასხვა ტიპის ვირუსებია, გრიპი და ასე შემდეგ…
ხო და გრიპიანებიც თუ დაეტევით სახლში, ურიგო არ იქნება… “, – წერს მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.
