მიხეილ ყაველაშვილმა ჟრნალისტებთან მისი ამერიკის ვიზიტის შესახებ ისაურა და განაცხადა, რომ საკმაოდ ნაყოფიერი დიალოგი ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რის შემდეგაც ისინი შეთანმხმდნენ, რომ ამერიკისა და საქართველოს ურთიერობა ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს.
„საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი მცირე შეხვედრა. რა თქმა უნდა, მასთან თბილი მისალმება მქონდა. რასაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება, მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, მან გამიმეორა, რომ მიხედავს ამ საკითხს. კიდევ გავუმეორე, რომ აუცილებელია და უკვე დროა ჩვენი ურთიერთობა დაიწყოს, ის დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.