“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან სოციალური ქსელით წერილს ავრცელებს, რომელშიც ის 4 ოქტობერს აღწერს, როგორც ახალ დასაწყისს, სადაც მთავარი როლი ქართველ ხალხს ექნება.
„4 ოქტომბრის გამარჯვების დღე არ ეკუთვნის „პოლიტიკოს“ ოპოზიციონერებს. ეს დღე არის სახალხო, ეროვნული დღესასწაული. 4 ოქტომბერი არის ახალი ათვლის წერტილი. ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური „ვაჭრუკანების“, ოპოზიციაში „დასაქმებულების“, „ლაი-ლაისტების“ ეპოქა. ეს იქნება აბსოლუტურად ახლის დასაწყისი, სადაც მთავარი როლი ექნება მის აღმატებულება ქართველ ხალხს! მიგულეთ რიგით მსახურად, თქვენი მონა-მორჩილი, ლევან ხაბეიშვილი“,- წერს ხაბეიშვილი.