აქტივისტი ნიკა ნარსია პირდაპირ აეროპორტში დააკავეს – გზის გადაკეტვის გამო ჯარიმებისთვის, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს.
„აქტივისტი ნიკა ნარსია პირდაპირ აეროპორტში დააკავეს – გზის გადაკეტვის გამო „ჯარიმებისთვის“. მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ დამორჩილებაზე უარი თქვა. ავტორიტარული რეჟიმები თავისუფალი მოქალაქეების შიშით საკუთარ თავს ყოველთვის ამხელენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ნიკა ნარსია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ნიკა ნარსია არ დასწრებია.