Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თალიბანმა“ ჩრდილოეთ ავღანეთში ინტერნეტი აკრძალა

September 18, 2025
„თალიბანმა“ ჩრდილოეთ ავღანეთში ინტერნეტი აკრძალა

„ამორალური ქმედებების პრევენციისთვის“ „თალიბანმა“ ჩრდილოეთ ავღანეთში ინტერნეტი აკრძალა. შესაბამის ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივი ადმინისტრაციების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინტერნეტის აკრძალვა გავრცელდება ხუთ პროვინციაზე. ესენია – ყუნდუზი, ბადახშანი, ბაღლანი, თახარი და ბალხი. შეზღუდვა ეხება ოპტიკურბოჭკოვან ინტერნეტკავშირს, თუმცა არ გავრცელდება მობილურ ინტერნეტზე.

როგორც მედია წერს, ამ გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ავღანეთში ოფისები, საცხოვრებელი სახლები და ბიზნესობიექტები ინტერნეტის გარეშე დარჩა.

ავღანეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი ზალმაი ხალიზადი აღნიშნულ აკრძალვას აბსურდულს უწოდებს.

„პორნოგრაფია რეალურ პრობლემას თუ წარმოადგენს, როგორც მრავალ ისლამურ ქვეყანაში, მისი გაფილტვრა მარტივად შესაძლებელია. ბევრი ქვეყანა ისლამურ მსოფლიოში ზუსტად ამას აკეთებს“, – აღნიშნა ხალიზადიმ.

2021 წელს ავღანეთის სათავეში მოსვლის შემდეგ „თალიბანმა“ არაერთი შეზღუდვა დააწესა, განსაკუთრებით ქალებისთვის. კერძოდ, „თალიბანმა“ აუკრძალა გოგონებს უმაღლეს სკოლებში სწავლა, ქალებს კი ზოგიერთ სფეროში მუშაობა, დაავალდებულა სახის დაფარვა, ასევე მამაკაცებისთვის სავალდებულო გახდა წვერის მოშვება, მძღოლებს აეკრძალათ მანქანებში მუსიკის ჩართვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით დედაქალაქში მოძრაობა შეიზღუდება – დეტალები
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2026-ის შესარჩევი პლეი ოფის პირველ მატჩში სლოვაკეთი დაამარცხა
  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge