Thursday, January 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

რამდენი მლანძღეს, რამდენი ნეგატივი იყო, მაგრამ მთავარია შედეგი! – ფხაკაძე

December 9, 2021
ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა… – გიორგი ფხაკაძე

ჩემთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის დაცვა – არის უმთავრესი და არ მაინტერესებს არც თანამდებობა, არც პოლიტიკოსობა. ყოველგვარი ოფიციალური რეგალიების გარეშეც გავაკეთებ ყველაფერს ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რაც ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დაიცავს, – ამის შესახებ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

“რამდენი მლანძღეს და რამდენი ნეგატივი იყო, მაგრამ მთავარია შედეგი!

დიახ, ბუსტერი უკვე დაშვებულია საქართველოში. მე ვიყავი პირველი, ვინც საუბრობდა ბუსტერების აუცილებლობაზე. მთავარია შედეგი!

მე ვიყავი პირველი, ვინც საუბრობდა, რომ ჩინური ვაქცინების ბუსტერი უნდა გაკეთდეს 3 თვეში. მთავარია შედეგი!

მე ვამბობდი, რომ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი იმ მოქალაქეებს, ვინც თავის დროზე აიცრა დაბალეფექტურ ვაქცინებით და ზუსტად მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, აიცრან ბუსტერით, რაც შეიძლება, მალე. თავის დროზე ისინი პასუხისმგებლიანად მოიქცნენ, ასევე მოიქცევიან ახლაც და ესეც ფაქტია – დღეს საავადმყოფოებში არის რიგები ბუსტერის ვაქცინაზე. მთავარია შედეგი!

მე ვარ ერთი ადამიანი, და ერთი ადამიანის აზრი გაიზიარა ბევრმა ადამიანმა… რას მივაღწიეთ ერთობით:

სამედიცინო პირბადე საქართველოში არის მაღალი ხარისხის და დაბალ ფასში – “ფხაკაძის პირბადეს” ეძახიან საქართველოში!

ქვეყანამ შემოიტანა “ფაიზერის” ვაქცინა (მადლობა ჩვენს მეგობრებს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, პოლონეთის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს საქართველოში). “ფაიზერის” ვაქცინას ქვეყანაში “ფხაკაძის ვაქცინა”-ს ეძახიან!

ასტრაზენეკას შეჩერება ქვეყანაში – ვიყავი დიდი წინააღმდეგი და ბევრი ექსპერტი მაშინ ჩემს შეურაცხყოფაზეც გადავიდა, მაგრამ მთავარია ის, რომ დღეს ასტრაზენეკას ვაქცინა აღარ გამოიყენება საქართველოში და იმედი მაქვს სინოკი/სინოფარმიც მას მიჰყვება… ყველამ იცის, რომ ფხაკაძე წინააღმდეგია დაბალეფექტური ვაქცინების და ნაწილობრივი შედეგიც გვაქვს!

ბუსტერის დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად მე მუდმუვად ყველა დონეზე ვავრცელებდი მტკიცებულებებს, მაგალითებს, მეცნიერულ და სტატისტიკურ მასალებს და ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დღეს საქართველოში არის შესაძლებლობა “ფხაკაძის ბუსტერის” გაკეთების – ფაიზერი/ასტრაზენეკა 5 თვეში და სინოფარმი/სინოვაკი 3 თვეში!

ქვეყნის დროებითი სატრანსპორტო შეზღუდვები პირდაპირ “ფახაკაძის” ინსტრუქციის და რეკომენდაციით ხორციელდება!

ყველა პროგნოზი მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ტალღებზე ზუსტად არის ფხაკაძის “წინასწარმეტყველებით” და მე ვარ პირველი, ვინც აცხადებს თუ როდის რა ტალღა იწყება და ჩემი დაანონსებიდან დაახლოებით 3-10 დღეში მოდის “ოფიციალური” დადასტურება ოფიციალური პირების მხრიდან!

ყველა ახალი შტამის შემოსვლას საქართველოში აანონსებს ფხაკაძე და 5-14 დღის შემდეგ კი გვაქვს “ოფიციალური” დადასტურება!

კოვიდის სახელმწიფო გეგმა (სადღეგრძელოების გეგმა) თავიდანვე მარტო მე გავაკრიტიკე და ვთქვი, რომ ის ვერ შესრულდება. გავიდა ერთი წელი და ფხაკაძის წინასწარმეტყველება ასრულდა… სად არის ოფიციოზის მიერ დაპირებული მოსახლეობის 69%-ის აცრა?! მე მაშინ ვთქვი, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის მხოლოდ 20%-ის აცრას თუ მოვახერხებთ, ასე თუ გავაგრძელდბთ-მეთქი. ფხაკაძე აქაც მართალი აღმოჩნდა!

ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რაც შეძლო ერთმა ადამიანმა.

ჩემთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა არის უმთავრესი და მე არ მაინტერესებს არც თანამდებობა, არც პოლიტიკოსობა.

მე ვარ ქართველი და მიყვარს ჩემი ქვეყანა. მეტი არაფერი. მე ყოველგვარი ოფიციალური რეგალიების გარეშეც გავაკეთებ ყველაფერს ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მე შემიძლია და რაც ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დაიცავს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში – დაკავებულია ერთი პირი
  • “მზად ვართ, რეჟიმი წავიდეს მშვიდობიანად, დაგვემშვიდობოს, როგორც ეს წელი” – სალომე ზურაბიშვილი
  • ვაკის კორტებთან ჩაცხრილული პირი ბიზნესმენია – რა ინფორმაცია ვრცელდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge