კაცს, რომელიც 14 წლის წინ შვილზე სექსუალურად ძალადობდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს, რომელსაც დაზარალებული ქალი დაუკავშირდა.
“საფარს დაუკავშირდა ქალი, რომელზეც, 14 წლის წინ, როდესაც ის არასრულწლოვანი იყო, მამა სექსუალურად ძალადობდა. ადგილი ჰქონდა გაუპატიურების რამდენიმე მძიმე შემთხვევას. საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი იყო ჩართული. დღეს კი მოსამართლემ რომან ხორავამ პედოფილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.