Thursday, September 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“უფრო მასიური დაკავებები მოხდება, იმიტომ რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არ არის, არამედ მექანიზმი პოლიტიკური ველის მოსასუფთავებლად” –  ირაკლი აბესაძე ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე

September 11, 2025
“უფრო მასიური დაკავებები მოხდება, იმიტომ რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არ არის, არამედ მექანიზმი პოლიტიკური ველის მოსასუფთავებლად” –  ირაკლი აბესაძე ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. ბურჭულაძეს ბრალი ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომთან” ორგანიზაცია “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა, ირაკლი აბესაძემ ისაუბრა.

როგორც მან ჩვენთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, ბურჭულაძის დაკავება არ უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას და ეს პოლიტიკური ველის მოსუფთავების მცდელობაა.

“ქართული ოცნება” თავადვე აგრძელებს საკუთარი კორუმპირებულობის ნაწილობრივ გამოაშკარავებას, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიჭირეს ზუსტად იგივე მოდელით, სახელმწიფო სახსრების მითვისებაზე რა მოდელითაც ფაქტობრივად მოქმედებდა და მუშაობდა, როგორც ჩანს წარდგენილი ბრალდების მიხედვით ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ორივეს შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეებმა სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე მიღებული შემოსავლის გზით. წარმოუდგენელი მასშტაბია კორუმპირებულობის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სისტემა არის სრულად გახრწნილი.

ნუ გვგონია რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებით აღმოიფხვრება კორუფცია ან რომ მოქმედი მინისტრები ანგელოზები არიან , ან უწყებები არ არიან კორუფციაში ჩაფლულები, მითუმეტეს მუნიციპალიტეტები. მეორეც, “ქართული ოცნების” კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომ დღეს გვიმტკიცებენ, თითქოს ევროპა არის ცუდი და ევროპისკენ შესაძლებელია ქვეყანამ სვლა შეაჩეროს და ამით ქვეყნით განვითარება არ შეჩერდება, მათ მიერ უკანონოდ მოპოვებული სახსრებით გარბიან და სწორედ ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას და ევროპაში ასწავლიან საკუთარ შვილებს და ევროპაში მკურნალობენ” – აღნიშნა აბესაძემ.

აბესაძემ ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ “მიზეზი უკვე სასაცილოც აღარაა”.

“ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი უკვე სასაცილოც აღარაა. აკავებდე ადამიანს, რომელმაც საჯაროდ გასცა დაპირება, რომ ხალხის დარბევაზე თუ უარს იტყვით ანუ უკანონო ქმედებაზე, მე მოგცემ თანხებსო. ამაში არაფერი გამოსაძიებელი არ არის, თუნდაც სხვაგვარად ყოფილიყო დაპირება გაცემული, ამაზე არ უნდა იხარჯებოდეს ანტიკორუფციული რესურსი, რაზეც უნდა იხარჯებოდეს არის სწორედ ის მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან, რომლის მცირე ნაწილსაც ააშკარავებენ ისინი.

რატომ დააკავეს ახლა ჯუანშერ ბურჭულაძე ან რატომ არის სულ საუბარი, რომ სხვა მინისტრებსაც პრობლემები აქვთ, არ ადასტურებენ, მაგრამ ყველამ ვიცით და გვაქვს მოლოდინი, რომ უფრო მასიური დაკავებები მოხდება, იმიტომ რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არა არის, ეს არის მექანიზმი საზოგადოების გასართობად საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შესაყრელად პოლიტიკური ველის მოსასუფთავებლად დღეს კობახიძისა და მისი გუნდისთვის და ასე შემდეგ, ანუ ყველა სხვა მიზეზი შეგვიძლია მოვიყვანოთ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების საფუძვლად გარდა იმისა, რომ რეალურად კორუფციას ებრძვიან” – განაცხადა აბესაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაკავების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილი პირველ განცხადებას ავრცელებს
  • ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკაში გადაიყვანეს – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge