საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს, სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების შესახებ ვიდეო აჩვენა.
ვიდეო მასალა 2 წუთისა და 58 წამის ქრონომეტრაჟისაა და ასახულია 5 ვიდეო ფაქტი, რომელშიც პატიმრები პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკურად უპირსპირდებიან.
მანამდე თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს აჩვენა ვიდეო, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი ციხეში მისულ პატიმართან, პატიმარს ამზადებინებს ყავას, მიირთმევს შოკოლად და აცვია არაფორმალურად.
ეს ვიდეოები იუსტიციის მინისტრის პასუხი იყო სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშზე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე იყო მომზადებული.
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება.