დედოფლისწყაროში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 59 წლის კაცი. ერთმანეთს ორი ავტომობილი სოფელ გამარჯვებასთან შეეჯახა. დაშავებულები წნორის კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.