“სწორად მიწისძვრამდე უნდა მოვიქცეთ – ამის შესახებ სეისმოლოგმა თეო გოდოლაძემ “მეტრონომთან” განაცხადა.მან ისაუბრა თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს.
“სწორად მიწისძვრამდე უნდა მოვიქცეთ. ეს ნიშნავს იმის გარანტიას, რომ კარგი გზებია, კარგი შენობებია, კარგი სამშენებლო მასალაა, კარგი კონსტრუქციებია, კარგი დაგეგმარებაა, კარგი სპეციალისტებია, შემოწმებულია შენობა-ნაგებობები და ასე შემდეგ. ეს არის მიწისძვრის წინა მომზადების პერიოდი. რადგან საზოგადოება პროგნოზს ვერ აკეთებს აუცილებელია რომ სხვანაირად მოემზადოთ მიწისძვრისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ კარგი ინფრასტრუქტურა გქონდეს.
მიწისძვრის დროს თუ შენობები არ ვარგა არაფერი არ გშველით. არაფერი არ გიშველით არც ის, რომ ღიობებში დადგეთ ან მაგიდის ქვეშ შეძვრეთ ან საყრდენი გქონდეთ – ეს მაშინ ხდება, როდესაც მეტი შანსია, რომ შენობა ფეხზე იდგეს. თუ ცუდი ხარისხის შენობები გაქვთ მაშინ არაფერი არ გიშველით. ” – განაცხადა გოდოლაძემ