“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ შტამთან “ომიკრონი” დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს:
“ომიკრონი” საშიშია!
5 წლამდე ბავშვების ჰოსპიტალიზაცია, დელტასთან შედარებით, უფრო მაღალია!
უფრო დეტალური და, სავარაუდოდ, არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება 6-7 დღეში.
ეს ვარიანტი, სავარაუდოდ, მსოფლიოში ცირკულირებს უკვე 3-4 თვეა!
ეს ვარიანტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული და, შესაძლებელია, რომ უკვე საქართველოშიცაა!
ბრაზილიაში, რიოში, მსოფლიოში ცნობილი საახალწლო ზეიმი აღარ გაიმართება.
რუსეთში ინფიცირებისა და სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებლებია,
და ასე შემდეგ…
სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ!
რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას:
საქართველოში ჩამოსულმა ყველა ადამიანმა – ვაქცინირებულმა და არავაქცინირებულმა, უნდა წარადგინოს პსრ ტესტი (48 საათით ადრე), სანამ გადალახავს საქართველოს საზღვარს!
სასწრაფოდ გადავიდეთ მაღალეფექტურ ვაქცინებზე (ფაიზერ/ბიონტეკზე ან მოდერნაზე)!
ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ვაქცინირებულისთვის მე-2 დოზიდან 3 თვეში. მე-3 დოზა უნდა იყოს მხოლოდ ფაიზერ/ბიონტეკის ან მოდერნას ვაქცინა!
სრულად ვაქცინირებული უნდა იყოს: 1 დოზა+მე-2 დოზა – 21-28 დღეში + მე-3 დოზა – მე-2 დოზიდან 3 თვეში.
კოვიდსაშვის “გამწვანება” უნდა იყოს მხოლოდ:
სრულად ვაქცინირებულისთვის პროტოკოლის მიხედვით;
პსრ ტესტის-24 საათიანი ვალიდურობა;
კოვიდგადატანილის პოზიტიური ტესტი – 3 თვიანი ვალიდურობა…
თავს ნუ ვიტყუებთ, მოვემზადოთ! მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობაა!”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
![May be an image of text that says 'Incidence risk of admissions per 100,000 by age group and epidemiologic week, Gauteng 10,0 6.0 ] 20 1,0 00 2021 2021.43 더 2021.4 2021.4 pidemiologic week 2021 2022.4'](https://scontent.fkut1-1.fna.fbcdn.net/v/t39.30808-6/263808384_10160667666595579_7720180558402734893_n.jpg?_nc_cat=105&ccb=1-5&_nc_sid=8bfeb9&_nc_ohc=FM2E_uO4_6oAX_dgCnh&tn=alNIwdPuoAzk2bSl&_nc_ht=scontent.fkut1-1.fna&oh=479152e79f81b770107ceeea661c83df&oe=61B29FE7)
