დღეს მიხეილ ყაველაშვილმა “ლელოს” ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე შეიწყალა. ამასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილი კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით “ქართულმა ოცნებამ” მათ ტალახი ესროლა, რათა წარმოეჩინა, თითქოსდა, შეკრულები არიან.
“რა თქმა უნდა ეს იყო მუხანათური, მამაძაღლური და ჩათლახური გადაწყვეტილება ქართული ოცნებისგან, რომ ვითომ ტალახი გვესროლა. რომ აი ახლა რახან არიან, ჩვენთან შეკრულები არიან. ეს ხო ჩათლახობა არის. ძალიან მოულოდნელი იყო, დილით სხვა საქმეზე მივდიოდი. რამდენიმე თვე ისხდნენ ციხეში, ხმა არ ამოუღიათ, არ დაუწუწუნიათ და ისევ იქ დარჩებოდნენ. არანაირი პრობლემა არ იყო ციხეში, მაგრამ ეს არის რაღაცა მამაძაღლური მანევრები ქართული ოცნების… ზოგი ამბობს, რომ არ გამოვიდნენ ციხიდანო – ასეთი რაღაც ტექნიკურად შეუძლებელია. არ ველოდებოდით. ზუსტად იგივეს იტყვიან ისინიც, რომ ჩვეულებრივად დარჩებოდნენ ციხეში… არჩევნებში მონაწილეობას გავაგრძელებ და ზუსტად იმ არჩევნებში უნდა დავამტვრიოთ ცხვირი ქართულ ოცნებას. არაფერი დასამტკიცებელი არ გვაქვს. ამ არჩევნებში უნდა დავამტვრიოთ ცხვირ-პირი ქართულ ოცნებას. ორჯერ ორი ოთხია, რომ ჩვენს გასაბანძებლად იწყალებენ მამუკას და ბადრის – ხმა არ ამოუღიათ. ფიზიკურად ვეღარ დარჩებიან, რადიატორზე ხომ არ მიებმებიან და არ გამოვალო ხომ არ იტყვიან?!” – ამბობს ელისაშვილი.