“სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრაზე. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეს განიხილავდნენ, რაზეც ექს-პრეზიდენტია ბრალდებული.
მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებას მსახიობი, იუნა შაფათავა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს, “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“სანდრას რატომ არ ასამართლებენო? სიამოვნებით ვიჯდებოდიო სანდრასთან ერთად საბრალდებო სკამზეო? კაცი ხარ შენ?
არ დაუცურდა, სულ ასეთი არარაობა იყო, მთლიან სიტყვების ფაღარათში “ტოვებდნენ”…
ეს არარაობა, ყველანაირი გაგებით და ის სულიერი სიმახინჯე რომ თან შურით კბენს ნიჟარაძეს “ძუძუს მოჭმის ხარჯები დაუთვალეთო” და თან ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების, კონფიდენციალობის რა დარღვევაა…
რა სამარცხვინოები არიან და ეს პარლამენტშია, ეს მახინჯი სული და უკანონობა და ის არარაობა, ცოლს რომ ნაწილი ბრალდებებით “აჯილდოებს”, ქვეყნის “მთავარსარდალი” იყო.
მართალია ხალხი, ილაპარაკოს… მეტს იფაღარათებს პირიდან, უკეთ გაიცნობს თავისი კასტაც და ხალხიც.
ამ არარაობაზე იხსნით ვენებს, კასტა?
არარაობაა… ყველანაირი გაგებით… თავისი ტყავის გარდა არაფერი და არავინ აინტერესებს…
ყველას ჩაუშვებს, სანდრასაც, სოფოსაც, შვილებსაც, მშობლებსაც, “თანამებრძოლებსაც” და იმათაც, ვინც ჩუმად ხართ… ამიტომ ვამბობ ამოიღეთ ხმა, ამის სუბიექტური ნარატივი არ გჭირდებათ, სამუდამოდ გაგაფუჭათ და უარესს იზამს… გაემიჯნეთ ამ არარაობას, სანამ სამუდამოდ ამოგსვარათ… ”ბებიაჩემი მოკვდაო”… ბებიას “ბებიაჩემად” როგორ ვახსენებ…
რა არარაობაა… ყოველ ნაბიჯზე უარესდება…”, – წერს შაფათავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხარჯების დიდი ნაწილი, რომელსაც მას ედავებიან, საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, მის ყოფილ მეუღლეს, სანდრა რულოვსს ეკუთვნის.
მან იკითხა, რატომ არ ფიგურირებს საქმეში სანდრა რულოვსი, შემდეგ კი სასამართლოს იმ ინვესტიციებისა და გრანტებს შესახებ შეახსენა, რომელიც, მისივე თქმით, ქვეყანაში ყოფილი პირველი ლედის დამსახურებით შემოვიდა.
“სანდრას უამრავი ხარჯია, ბავშვებზე, საჩუქრები და უამრავი სხვა. სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, იმიტომ რომ ამ ხარჯების მეოთხედი, მეხუთედი სანდრასია, ოღონდ სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში.
სანდრას მეშვეობით ოთხჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რამ აქვს გაკეთებული ჯანდაცისთვის ციხეში.
ერთად ვიყავით გენერალური ასამბლეის სესიაზე, ნიუ იორკში და აღმოაჩნდა ონკოლოგიური პრობლემა და სასწრაფოდ ნიუ იორკ ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია და დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა, რატომ არ გაქვთ ეს თანხა შეტანილი?!” – აღნიშნა სააკაშვილმა.
https://mix.metronome.ge/24042-2/
https://mix.metronome.ge/%e1%83%ab%e1%83%a3%e1%83%ab%e1%83%a3-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a1/
https://mix.metronome.ge/24172-2/
https://mix.metronome.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97/
