“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“მეკითხებიან კორონა ვირუსის ახალ ვარიანტზე, ომიკრონზე.
დღეს ვიცით, რომ არაფერი დაზუსტებით ვიცით. არის ბევრი ვარაუდი… როგორ გამოიყურება უკვე ვიცით. ნახეთ სურათი. ვიზუალურად რომ იცოდეთ, თუ როგორ შეიცვალა.
უფრო გადამდები, უფრო საშიშია, უფრო სასიკვდილოა – ჯერ დაზუსტებით არავინ იცის. იმ კვირას იქნება პირველი მონაცემები. უფრო დაზუსტებული მონაცემები თვის ბოლოს.
ეს ახალი ვარიანტი უკვე ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა და 30 ქვეყანას მოედო (იხილეთ რუკა) და სავარაუდოდ თვის ბოლომდე ყველა ქვეყანაში იქნება გავრცელებული.
გიზიარებთ რამდენიმე მიმდინარე კვლევების ამონარიდებს, გრაფიკას რომ დაახლოებით დაინახოთ ეს ვარიანტი, შესაძლოა, დიდი გამოწვევა იყოს კაცობრიობისთვის.
პანიკა საჭირო არ არის, პირიქით, საყოველთაო მობილიზაცია უნდა იყოს, რომ მოვერიოთ ამ ვერაგ ვირუსს”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.












