მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
“საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე საგრძნობლად აცივდა, აღმოსავლეთში კი კვლავ ცხელი დღეები გრძელდება.
ყველაზე ხშირად რა კითხვასაც შეიძლება ვსვამდეთ, არის თუ როდის გამოიდარებს ზღვაზე – 29 აგვისტოდან მზიანი და შესაბამისად მშრალი დღეებია მოსალოდნელი სანაპირო ზოლში.
30 აგვისტოდან კი დასავლეთში ყველგან, ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი – აღმოსავლეთში კი შენარჩუნდება არსებული სიცხე.
ასე, რომ წინ მშვენიერი დღეებია მოსალოდნელი, როგორც ზღვაზე, ასევე დაბლობსა და ბარში.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”