გლდანის რაიონში მინდვრის საფარს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “მეტრონომს” წყარომ განუცხადა , ადგილზე მალევე მივიდა სახანძრო, თუმცა ფერდობზე ასვლა მანქანით ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც სამაშველოს თანამშრომლები თოკის მეშვეობით შეეცადნენ ხანძრის კერასთან მიახლოებას.
ხანძრი ამ ეტაპზე სრულიად ლიკვიდირებულია, ჯერ-ჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.