მარნეულში ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა – ინორმაცია “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა შულავერის სოფლის ტერიტორიაზე მოხდა.