გურიაში, კურორტ გომისმთაზე, უკვე მეორე დღეა, სამაშველო სამსახური და ადგილობრივები 85 წლის ზურაბ უსტიაშვილს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერი ელექტრონულ ფესტივალზე შვილიშვილის მოსაკითხად წავიდა და მას შემდეგ კვალი იკარგება.
“სახლში დაიბარა, რომ ფესტივალზე მიდიოდა, ბოლოს იქ ნახეს, მერე ვიღაცას უნახავს, გზა ამებნაო. ვეძებთ ჩვენც და სამაშველოც…“, – ამბობს დაკარგული კაცის ოჯახის წევრი.