“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ამის შესახებ მოკლული ბიჭის დედა ინგა ესართია აცხადებს.
22 აგვისტოს მკვლელობა მოხდა თბილისში. გამოძიების ინფორმაციით, 25 წლის ქალმა მეუღლე მოკლა. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
მოკლული ბიჭი ლუკა დარასელიაა, ხოლო დაკავებული ქალი თეკლა გერსამია.
ახლობლების ინფორმაციით, ლუკა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელიდან იყო. გვიყვებიან, რომ წყვილი ერთად თბილისში ცხოვრობდნენ. რა მოხდა ზუსტად მკვლელობის დღეს ეს არავინ იცი. განაგრძეთ კითხვა…