Tuesday, August 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უამრავი მომაკვდინებელი საფრთხე და პრობლემაა” – რას აცხადებს ალეკო ელისაშვილი

August 26, 2025
„ცოტა დაფეთებულები არიან „ქოცები“ და მაგიტომ არის ახლა, უცებ რომ დამიჭირონ“ – რას ამბობს ელისაშვილი?

“ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც უამრავი მომაკვდინებელი საფრთხე და პრობლემაა. 20 ათასი ავარიული სახლია, რომლის გამაგრებაზე არავინ ფიქრობს” – ამის შესახებ “ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც უამრავი მომაკვდინებელი საფრთხე და პრობლემაა. 20 ათასი ავარიული სახლია, რომლის გამაგრებაზე არავინ ფიქრობს. ამ სახლებში მცხოვრები ადამიანები იძინებენ და იღვიძებენ სიკვდილის შიშით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რამეს ვაჭარბებ, გამომყვეს და მოვატარებ ფეხდაფეხ ძველ თბილისს და არამხოლოდ ძველ თბილისს, იმიტომ, რომ კორპუსებიც ავარიულია. საერთოდ ადამიანებს დაძინების, წვიმის ეშინიათ, რომ ეს სახლები თავზე არ დაემხოთ. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ადგეს და გაამაგროს, 8 წელი ჰქონდა კალაძეს ეს პრობლემა რომ მოეგვარებინა, 4 წელი მანამდე ნარმანიას ჰქონდა, ჯამში 12, ამის ნაცვლად რას აკეთებენ? – მოიგონეს ახალი აბსოლუტურად არასაჭირო პროექტი. თბილისში არის ორი სტადიონი, ისტორიული დინამოს სტადიონი, მეორე ვაკეში, ყოფილი ლოკომოტივის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. რაგბისა და ფეხბურთის ჩვენი ეროვნული ჩემპიონატისთვის, აბსოლუტურად საკმარისია, მაგრამ მოიფიქრეს ახალი რამ – აეროპორტის გზაზე 876 მილიონად უნდა ააშენონ 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი. ვის რაში სჭირდება ეს სტადიონი?! თითქმის, მილიარდი უნდა დახარჯონ იმაში, რომელიც არავისთვის საჭირო არაა. სტადიონები გვაქვს, ჩემპიონატი გვაქვს და 5 კაცი ძლივს ესწრება იმ ჩემპიონატს. კარგი იქნება მეტი დაესწროს… უამრავი პრობლემაა, ამ 1 მლრდ ლარად მოგვარდებოდა მთლიანად ავარიული სახლების პრობლემა, მაგრამ არა! ჯერ ერთი მილიარდიდან, როგორც ჩანს, ნახევარი უნდა მოიპარონ და ფურთხით ააშენონ, როგორც აშენებენ ყველაფერს და მეორე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის ისტორიაში ყველაზე გაუმაძღარი და მექრთამე მერის, კალაძის გარემოცვაში, არიან ღორი, „ცეხავიკი“ დეველოპერები, რომლებიც დიდი ხანია ამ სტადიონს უტრიალებენ. წარმოიდგინეთ რამხელა ტერიტორიაა, სტადიონი და მიმდებარე ტერიტორია და ისინი არწმუნებენ კალაძეს, უნდათ ამათ ჩვენ დაგვარწმუნონ და მოგვატყუონ, რომ ვითომ ისეთი ავარიულია დინამოს სტადიონი, რომ ამის გამაგრება არ შეიძლება. არადა, მილიარდად ახალი რაღაც უნდა ააშენონ. ამ სტადიონის დანგრევა უნდათ და არც მეტი არც ნაკლები, აქ კორპუსების აშენება. ეს არის დაუშვებელი ამბავი. დაუშვებელია, როგორც იმ სტადიონის აშენება და ფულის გადაყრა უაზრობაში, დაუშვებელია, განსაკუთრებით ის, რომ ისტორიული სტადიონი დაინგრეს და აქ კორპუსები აშენდეს. ეს არ მოხდება. კალაძე ამას ვერ განახორციელებს, იმიტომ, რომ კალაძის მერობის ვადა დამთავრდება 4 ოქტომბერს და კუპრაძის მერობის ვადა რომ დაიწყება, ეს სტადიონი გამაგრდება და ის მილიარდი ლარი მოხმარდება ავარიული სახლების გამაგრებას“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • რა შემთხვევაში არ გასცემს ვიზას აშშ-ის საელჩო
  • ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს – საყურადღებო ინფორმაცია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge