“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“სამწუხაროდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შეგნება ყველგან ერთნაირი არ არის. მაგალითად საქართველოში 80% ვერ შეიგნო და არც აპირებს შეგნებას.
ევროპაშიც ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ არა ისეთი კატასტროფული.
ავსტრია იყო პირველი ქვეყანა სადაც კოვიდ ვაქცინაცია გახდა სავალდებულო. დიახ 1 თებევრლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$.
დღეს საბერძნეთის მთავრობა გადაწყვიტა, რომ ყველა მიქალაქე ვინც არის 60 წლის ზემოთ უნდა აიცრას 2022 წლის 15 იანვრამდე. ვინც არ აიცრება ჯარიმა არის 114$ ყოველ გადაცილებულ თვეზე.
საქართველოში კი:
კოვიდ პასპორტს მიიღებს ყველა ვინც გადაიტანა კოვიდი (ლოგიკიდან, მეცნიერებიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილება). წარმოგიდგენიათ რა ფულის კეთება დაიწყება ყალბი კოვიდ დადებითი საბუთებში.
პენსიონერებს 200 ლარის აძლევენ ვაქცინაციისთვის
ოჯახის ექიმებს 16 ლარს აძლევენ, რომ დაარწმუნონ ვაქცინაცია.
კოვიდ ვაქცინირებულები აზარტულ თამაშებისკენ მიდრეკილებას ზრდიან.
სრული მარაზმი, არაპროფესიონალიზმი და ყოველგვარი სტრატეგიული ხედვის უნარის ნაკლებობა… იქნებ ერთხელ მაინც სწორი გზით წავიდეთ… გადმოვიღოთ ან თურქეთის, ან საფრანგეთის, ან ბრიტანეთის, ან ისრაელის მაგალითები!
არაპროფესიონალიზმი კლავს!”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეიდან საქართველოში “მწვანე პასპორტი” ამოქმედდა. ბარათის გარეშე შესვლა შეუძლებელი ხდება რესტორნების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, გასართობ ცენტრებში, სათამაშო ბიზნეს ობიექტებზე, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებსა და სასტუმროებში.