Sunday, August 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თვითონ ჩაირტყა ეს დანა” – რას აცხადებს ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული თეკლა გერსამიას დედა?

August 24, 2025
“თვითონ ჩაირტყა ეს დანა” – რას აცხადებს ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული თეკლა გერსამიას დედა?

22 წლის ქმრის მკვლელობის ბრალდებით და­კა­ვე­ბუ­ლი, 25 წლის თეკ­ლა გერ­სა­მი­ას დედა მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ქალის თქმით, ახალგაზრდა კაცმა დანით თვითდაზიანებები მიიყენა და ქალი მის გადარჩენას ცდილობდა:

“ეგენი ერთად არ ცხოვრობდნენ, ამ ბიჭს უყვარდა ძალიან და ცდილობდა მასთან ყოფილიყო და თეკლა წინააღმდეგი იყო. ისე მოხდა, რომ ხელი მოაწერა იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ვალები და [საუბარია ბიჭზე] გვარის შეცვლა მინდაო, ასე ეუბნებოდა იმიტომ, რომ თეკლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და პასპორტიც კი წაართვა თეკლას, არ გამეპაროსო. თავის ნივთებში ჰქონდა, ამოიღეს. სულ ემუქრებოდა, რომ თავს მოვიკლავო, ხან ხელებს ისერავდა, რას აღარ შვრებოდა…
კი თვითონ მიიყენა მაგ ბიჭმა სადარბაზოში [დაზიანებები] ერთ-ერთი ჩხუბის და მუქარის დროს. სადარბაზოში იყო და თვითონ ჩაირტყა ეს დანა და თეკლამ გამოაძრო ეს დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული, რომ სასწრაფომდე კიბეზე ჩაეყვანა, მაგრამ ვეღარ ჩაიყვანა იმიტომ, რომ გაითიშა. გავარდა გარეთ და სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა. გადარჩენას ცდილობდა” – ამბობს მკვლელობაში ბრალდებული თეკლა გერსამიას დედა TV პირველთან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს
  • როდიდან გაიცემა ახალი ფორმის პასპორტი და პირადობა – ცვლილებები ბრძანებაში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge