Saturday, July 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ავარიის გამომწვევი 3 უმთავრესი ფაქტორი არსებობს” – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი

August 23, 2025
“ავარიის გამომწვევი 3 უმთავრესი ფაქტორი არსებობს” – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა, განცხადა, რომ ავარიის გამომწვევი 3 უმთავრესი ფაქტორი არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ BPN-ი ავრცელებს.

“ზაფხულის სეზონზე ქვეყნის მასშტაბით მობილობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც საგზაო შემთხვევების რისკსაც ზრდის. უსაფრთხოებისა და პრევენციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამ ფაქტორს:

1) უსაფრთხო და ხარისხიანი ინფრასტრუქტურა;

2) გამართული სატრანსპორტო საშუალება;

3) მძღოლის ცნობიერება და პასუხისმგებლიანი ქცევა.

საერთაშორისო პრაქტიკით, „შავი წერტილი“ ოფიციალურად განისაზღვრება, როდესაც კონკრეტულ მონაკვეთზე 1 წლის განმავლობაში ფიქსირდება 3–5 მძიმე შედეგით დასრულებული საგზაო შემთხვევა. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ლოკაციის სიღრმისეული შესწავლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

ქობულეთის შემოვლით გზაზე საგზაო შემთხვევის კონკრეტულ გამომწვევი მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა, არსებული გამოცდილებით, შეიძლება ითქვას, რომ მსგავს ლოკაციებზე შემთხვევები უმეტესად კომბინირებული მიზეზებით არის განპირობებული: ინფრასტრუქტურულ ხარვეზებთან ერთად, სიჩქარის გადაჭარბება თუ არასწორი მანევრირება.

ქობულეთის შემოვლით გზაზე განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ორმხრივ მაგისტრალზე მაღალი ნაკადის პირობებში მძღოლებს ხშირად უწევთ სახიფათო მანევრირება და სიჩქარის გადაჭარბება, რაც მძიმე შედეგებით დასრულებულ საგზაო შემთხვევების რისკს კიდევ უფრო ზრდის.

ქუთაისის შემოვლითი გზაც წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მონაკვეთი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც მაგისტრალი გაცალმხრივდა, საგზაო შემთხვევები შემცირდა იმ მიზეზებით, რაც ორმხრივ გზაზე ხდებოდა.

ამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და მკაცრი კონტროლი საგზაო შემთხვევებს ამცირებს“, – განაცხადა ლალიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • სოხუმში, ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა
  • რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე მოქალაქეები დაიღუპნენ. საფრანგეთსა და საბერძნეთში კი სიცხესთან ერთად გააქტიურებულმა ტყის ხანძრებმა მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახადა, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. სამეცნიერო ჟურნალ Nature-თან საუბარში კლიმატოლოგები აღნიშნავენ, რომ ევროპაში 40°C-მდე ტემპერატურა, მათ შორის ლონდონის მსგავსი ქალაქებისთვის, ისტორიულად ანომალიად მიიჩნეოდა, თუმცა მსგავსი მოვლენები მომავალში გაცილებით ხშირი გახდება.

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge