ვფიქრობ კოვიდზე მეტად ამ კაცმა შეგვაწუხა, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე პროფესორ გიორგი ფხაკაძის შესახებ დაწერა.
შალვა ნათელაშვილის აღნიშნულ პოსტს თავად გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა:
“პოლიტიკოსები რომ მახსენებენ…
გადავხედე რაზე შეწუხდა ბატონი შალვა… პოსტკოვიდური სიმპტომების და გრძელი კოვიდის გართულებების შესახებ ბოლო კვლევების შედეგები არ მოეწონა…
ექიმმა აპა რაზე უნდა ისაუბროს?!
გიზიარებთ ბოლო სამედიცინო ინფორმაციას გასაგებ და მარტივ ენაზე რომ იყოთ “ინფორმაციულად” შეიარაღებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.
”შელამაზებული” და “ტკბილი ტყუილი” არ არის გამოსავალი ამ პანდემიის დროს.
თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია.
ჯანმრთელობას გისურვებთ…
პ.ს. თუ რამე არ მოგწონთ, ნუ გამოიწერთ ჩემს გვერდს. უკეთესია საერთოდ დაბლოკოთ ჩემი გვერდი”, – წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი.
