Friday, August 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“მის სიტყვებს დეტალურად ვციტირებთ”- NYT რაზმაძესთან ინტერვიუზე

August 22, 2025
“მის სიტყვებს დეტალურად ვციტირებთ”- NYT რაზმაძესთან ინტერვიუზე

The New York Times-მა გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის ბრალდებებს პასუხი „ფორმულას“ გაუგზავნა და აღნიშნა, რომ მათი ჟურნალისტი რაზმაძის სიტყვებს „ზუსტად და დეტალურად“ ციტირებს. გამოცემის შეფასებით, რაზმაძის მხრიდან ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა მიზანმიმართული ზეწოლაა დამოუკიდებელ მედიაზე.

„ჩვენ ზუსტად და დეტალურად ვციტირებთ ბატონი რაზმაძის სიტყვებს 90-წუთიანი ინტერვიუდან, რომელიც გორის საკრებულოს შენობაში შედგა. ჩვენი ჟურნალისტის სანდოობაზე თავდასხმა წარმოადგენს მიზანმიმართულ ზეწოლას დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე, რომლის მიზანია სიმართლიდან ყურადღების გადატანა და თავისუფალი მედიის დასუსტება,“ – წერია NYT-ის განცხადებაში.

მანამდე რაზმაძემ უარყო NYT-ის მიერ გავრცელებული ციტატები, რომლის მიხედვითაც მან ქართველ ჯარისკაცებს „სააკაშვილის ხულიგნები“ უწოდა. „ეს არის ცილისწამება და სიცრუე თავიდან ბოლომდე… მე რუსეთზე დადებითი არ მითქვამს. სააკაშვილს ომის დაწყებაში როგორ დავადანაშაულებ? ომი რუსებმა დაიწყეს,“ – აღნიშნა რაზმაძემ.

მისივე თქმით, ინტერვიუში არ უარუყვია ევროკავშირთან ინტეგრაცია და „ოცნება“ ყოველთვის პროევროპული იყო. რაზმაძე NYT-ის ჟურნალისტს „მოგზავნილად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

NYT-ის სტატიაში კი წერია, რომ რაზმაძემ 2008 წლის ომთან დაკავშირებით თქვა: „ისინი [რუსები] აქ შემოვიდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ მოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს… რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის [ხულიგნები] რამდენად უფრო დიდ ზიანს გამოიწვევდნენ.“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მის სიტყვებს დეტალურად ვციტირებთ”- NYT რაზმაძესთან ინტერვიუზე
  • ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge