ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც, ორივეს ცეცხლი გაუჩნდა.
მომხდარის შედეგად ერთ მანქანაში მყოფი 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მანქანაში მყოფი სამი დაშავებული კი ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, შეჯახების შემდეგ ორივე მანქანა დაიწვა.
„ტრაგედია მოხდა… ერთ მანქანაში მყოფი 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა… მეორე მანქანაში მყოფი 3 ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს“, – წერენ სოციალურ ქსელში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტოს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.