საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმების უფლებით, სავარაუდოდ, ვეღარ ისარგებლებენ.
ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს დადგენილების პროექტით, საქართველო აღარ არის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება შეუძლიათ.
ეს ნიშნავს, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მოკლევადიანი დასაქმებისთვის საჭირო იქნება სამუშაო ნებართვის მიღების სრული პროცედურის გავლა.
განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ცვლილებების საფუძველი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვებზე მუშაობის გაგრძელება და გაცემული დეკლარაციებისა და სეზონური სამუშაო ნებართვების რაოდენობის (გასულ წელთან შედარებით) შემცირებაა.
ცვლილებების ძალაში შესვლა 2025 წლის სექტემბერ-ოქტომბერშია დაგეგმილი.