ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მცირეწლოვანს მატარებელმა კიდურზე გადაუარა, – ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.
ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 175 მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.