Saturday, August 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

August 15, 2025
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,229-ე მუხლის პირველი ნაწილით (აფეთქების მომზადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, აქციის მონაწილე ბრალდებულმა გადაწყვიტა, დაემზადებინა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობა ე.წ „მოლოტოვის კოქტეილები“, რომელსაც საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამოიყენებდა, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვან ქონებრივ ზიანს და სხვა მძიმე შედეგებს. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა შექმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის განთავსების და აფეთქების პირობები, აღნიშნული მოწყობილობები 2024 წლის 2 დეკემბერს, აღმოჩენილი იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რითაც აღიკვეთა მძიმე დანაშაული.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,229-ე მუხლის პირველი ნაწილით (აფეთქების მომზადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას, დათანხმდებოა თუ არა ცეცხლის შეწყვეტას
  • ემუქრება თუ არა საქართველოს ევროპის მსგავსად რეკორდული სიცხეები? – სინოპტიკოსის პროგნოზი
  • LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge