Friday, August 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წყალქვეშა ნავ Titan-ის ჩაძირვის შესახებ, ახალი სკანდალური ანგარიში გამოქვეყნდა

August 15, 2025
წყალქვეშა ნავ Titan-ის ჩაძირვის შესახებ, ახალი სკანდალური ანგარიში გამოქვეყნდა

წყალქვეშა ნავ Titan-ის კატასტროფის შესახებ წარდგენილ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანია OceanGate-ს “კრიტიკულად არასაკმარისი“ უსაფრთხოების ნორმები და ტოქსიკური კორპორაციული კულტურა ჰქონდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ კომპანიამ “გამოიყენა დაშინების ტაქტიკა… მარეგულირებელი ზედამხედველობის თავიდან ასაცილებლად“ და “სრულიად“ უგულებელყო მნიშვნელოვანი შემოწმებები.

ანგარიშის თანახმად, OceanGate-მა ვერ დაიცვა წყალქვეშა ნავის უსაფრთხოების, ტესტირებისა და მოვლა-პატრონობის დადგენილი საინჟინრო პროტოკოლები, რაც აშშ-ის სანაპირო დაცვის თქმით, აფეთქების ძირითადი მიზეზი იყო.

წყალქვეშა ნავის უეცარი აფეთქება გამოწვეული იყო “სტრუქტურული მთლიანობის დარღვევით“, რამაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი წყლის ძლიერი წნევის ქვეშ მოაქცია, რამაც ხუთივე ადამიანის “მყისიერი სიკვდილი“ გამოიწვია.

აღმასრულებელმა დირექტორმა სტოკტონ რაშმა, რომელიც 2023 წლის ივნისში Titan-ის წყალქვეშა ნავზე გარდაიცვალა, შეძლო მნიშვნელოვანი შემოწმებების, მონაცემთა ანალიზის და პრევენციული მოვლა-პატრონობის პროცედურების იგნორირება.

გამომძიებლებმა გააანალიზეს Titan-ის წყალქვეშა ნავის ტექნიკური მახასიათებლები და მის ნახშირბადის ბოჭკოვან დიზაინს “ნაკლოვანება“ უწოდეს. მათ  დასძინეს, რომ კომპანიამ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა წყალქვეშა ნავის შიგნით არსებულ პრობლემებზე, რომლებიც წინა თვეებში გამოვლინდა.

ამასთან, ანგარიშის თანახმად ირკვევა, რომ პრობლემის ნაწილი იყო OceanGate-ის “ტოქსიკური სამუშაო გარემო“, სადაც უფროსი თანამშრომლების გადადგომა და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა იყო, რაც მიზნად ისახავდა თანამშრომლებისა და კონტრაქტორების მხრიდან, უსაფრთხოების შესახებ შეშფოთების გამოხატვისგან თავის შეკავებას.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ორი მსხვერპლის ოჯახი აცხადებს, რომ “ვერცერთი ანგარიში ვერ შეცვლის ტრაგიკულ შედეგს“ და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს “მნიშვნელოვანი რეფორმებისკენ“.

OceanGate-ის წყალქვეშა ნავმა Titan-მა, 2023 წლის ივნისში, ტიტანიკის ნამსხვრევებთან ახლოს ჩაყვინთვიდან 90 წუთის შემდეგ, კატასტროფა განიცადა და ჩაიძირა. ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.

წყარო: rustavi2.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ერთმანეთს მოტოციკლი და მანქანა შეეჯახა – ავარია რუსთავში
  • როგორ დაიგეგმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა – ახალი დეტალები გასაჯაროვდა
  • ზუგდიდში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge