გულში თავში და მუცელში დაჭრილი 24 წლის ბიჭი სისხლისგან ისე დაიცალა რომ მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო. ჯანან მამედოვი სასიკვდილოდ თანასოფლელმა გაწირა. ახმედ გუსეინოვმა თანატოლი მის სახლთან ახლოს დაიბარა, ოთხი ჭრილობა დანით თავში და სამი გულის არეში მიაყენა და გაიქცა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 21 წლის პირი. მან მიმალვა სცადა თუმცა პოლიციამ ხელბორკილები მალევე დაადო.
მოკლული ბიჭის მშობლები ამბობენ რომ მათი შვილი მკვლელობამდე ერთ-ერთ ადგილობრივთან საზეომო სუფრაზე იყო. კონფლიქტი თანასოფლელებს შორის სწორედ იქ დაიწყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა 21 წლის ბიჭმა თანატოლებს ღვინის სმის გამო შენიშვნა მისცა, ამ ფაქტმა მოკლულის გაღიზიანება გამოიწვია.
დედა დარწმუნებულია რომ საზარელ დანაშაულში 1 ზე მეტი პირი ფიგურირებს-ეეჭვი დაკავებული კაცის ოჯახის წევრებზე აქვს. ქალი ამტკიცებს რომ მისი შვილი ჯერ სასტიკად სცემეს შემდეგ დანით აჩეხეს
მოკლული ახალგაზრდა დღეს დაკრძალეს. მამედოვები შურისძიებაზე საუბრობენ. ამბობენ რომ თუ პოლიცია მკვლელობის ყველა ფიგურანტს პასუხისგებაში არ მისცემს სოფელში სამართლიანობას თავად აღადგენენ.