Thursday, August 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რაც არ უნდა უნდოდეთ ჩვენი მიწაში ჩადება, ჩვენ ფესვებს გავიდგამთ და აღმოვცენდებით…” – პატიმარი თედო აბრამოვი სასამართლოზე საბოლოო სიტყვით წარსდგა

August 14, 2025
“რაც არ უნდა უნდოდეთ ჩვენი მიწაში ჩადება, ჩვენ ფესვებს გავიდგამთ და აღმოვცენდებით…” – პატიმარი თედო აბრამოვი სასამართლოზე საბოლოო სიტყვით წარსდგა
„დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე, იმის ფიქრში, რა ხდება ჩემს ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს…
იმ სულგაყიდულმა, ორფეხა მოსიარულე არსებებმა რაღაც გალიაში გამომამწვდიეს და მომწყვიტეს ოჯახს, მეგობრებს, ჩემს ბებოს…აბსურდული ბრალდებით, ნული მტკიცებულებაა ბატონო მოსამართლე, შეეძლო ჩემი ტელეფონი გაეჩხრიკათ, არ მაქვს შესაძლებლობა ჩავატარო გამოძიება, მე არ ვარ გამომძიებელი…
იძახიან შეძენა-შენახვაო, მე ხომ ვზივარ სკამზე როგორც ბრალდებული ამ მუხლით? არ აინტერესებთ საიდან მოვიტანე? რატომ არაფერი კეთდება ამასთან დაკავშირებით?
მომწყვიტეს რეალობას და მომაქციეს სრულ ვაკუუმში…
ამ დიდ მინუსს, დიდი პლუსი აქვს, დამაახლოვეს საკუთარ თავთან და ღმერთთან…
მოკლედ, ჩემი შესაძლებლობები ნამდვილად მაკვირვებს…ვერც კი წარმოვიდგენდი, შეუძლებელი იქნებოდა…ემოციებია, რომელსაც ვერასდროს განვიცდიდი.
[მოსამართლე თამარ მჭედიშვილი აჩერებს, ეს დასკვნითი სიტყვააო – „სასამართლოსთვის თუ საუბრობთ, სასამართლოსთვის ისაუბრეთ, დასკვნითი სიტყვაა, თუ საზოგადოებისთვის საუბრობთ წერილებითაც ახერხებთ”, – თქვა მან]
არძელებს აბრამოვი:
„ბორკილებდადებული შეჰყურებ ციხის ოთხ კედელს და ზიხარ და ფიქრობ, რაც გაგაჩნია არის მოთმინება, რომელიც დაკარგვის პირასაა…. ერთმა ჩემმა კარგმა მეგობარმა მითხრა, მხოლოდ მაშინ შეძლებ გამარჯვებას, როცა გონება ემოციაზე წინ იქნებაო…
უნდა ვიბრძოლოთ სიმართლისთვის, რაც დავიმსახურე და რაც არ დამიმსახურებია…
[წყალს ითხოვს თედო აბრამოვი]
არანაირი სიძულვილი, არანაირი ბრაზი, ზიზღი, იმ საშინელებისთვის, რისი მომსწრეც გავხდი…ვერავის ვერ გაგიმეტებთ ამისთვის, ბატონო მოსამართლე, ბატონო პროკურორო, სერიოზული სკოლაა, ასე დავარქვი…საშინელებაა ეს ყველაფერი რა, ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება დადგეს, რომ დავბრუნდე ჩემს ოჯახთან, ჩემს ბებიასთან..
ფანჯარა, რომელიც გვაქვს საკანში უყურებს ცენტრალურ გზას და ჩვენ გვაქვს იქ ერთი ხე, ამის წართმევა უნდოდათ, სხვა საკანში გადაყვანა…რაც არ უნდა უნდოდეთ ჩვენი მიწაში ჩადება, ჩვენ ფესვებს გავიდგამთ და აღმოვცენდებით…”
💬 „ისჯებოდე ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან შეგაყვარეს ბავშვობაში მშობლებმა და ისჯებოდე იმის გამო, რომ ეს ქვეყანა გიყვარს სირცხვილია. მჯერა, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება…
მე რაღაც პერიოდი დაკავებული ვიყავი სპორტით, თავის ქებას არ დავიწყებ, შეხება არასდროს მქონია ნარკოტიკებთან, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, ის რაც გააკეთეს ე.წ. სამართალდამცველემა იმ ღამით, ყველას ვუსურვებ, რომ არც ერთს გამოგაცდევინოთ….
ვთვლი, რომ უდანაშაულო ვარ და მოვითხოვ სასამართლოსგან სწორ გადაწყვეტილებას” – ამის შესახებ პატიმარმა თედო აბრამოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
თედო აბრამოვის განაჩენს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ხვალ, 15 აგვისტოს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ”- “ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
  • ბოლნისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს
  • ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge