Wednesday, August 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილი პროფესორი გარდაიცვალა

August 13, 2025
ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა ქალი

ცნობილი პროფესორი, ზურაბ ჩომახაშვილი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ასოცირებული პროფესორის, მეცნიერისა და მრავალი თაობის აღმზრდელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ზურაბ ჩომახაშვილის გარდაცვალების გამო.

მას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია და ოთხი სახელმძღვანელო. იგი იყო აქტიური წევრი სხვადასხვა პროფესიული ასოციაციის, მათ შორის საქართველოს ონკოლოგთა, ჰეპატოლოგთა, ანატომთა და ჰისტოლოგთა საზოგადოებების.

ზურაბ ჩომახაშვილი დაიბადა 1957 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ქირურგის სპეციალობით. სიცოცხლის განმავლობაში ის მრავალ დარგში წარმატებით მუშაობდა: ქირურგად, გემის ექიმად, მეცნიერ მუშაკად, ხელმძღვანელ პოზიციებზე ჯანდაცვის სისტემაში. მან წარმატებით დაამთავრა კლინიკური ორდინატურა ონკოლოგიაში და დოქტორანტურა – მეანობასა და გინეკოლოგიაში. წლების განმავლობაში ემსახურებოდა პაციენტებს, მეცნიერებასა და მედიცინის განვითარებას.

მნიშვნელოვანია მისი წვლილი განათლებაში – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად მოღვაწეობისას იგი არაერთ თაობას უზიარებდა ტოპოგრაფიული ანატომიის, ოპერაციული ქირურგიისა და კლინიკური ანატომიის ღრმა, საფუძვლიან ცოდნას.

ზურაბ ჩომახაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა პიროვნული კეთილშობილებით, გულწრფელობითა და პრინციპულობით. იყო განათლებული, ერთგული, მზრუნველი და უშუალო. კოლეგებისთვის სანდო , მტკიცე და მხარში მდგომი, სტუდენტებისთვის კი შთამაგონებელი და სამაგალითო პედაგოგი. მისი წასვლა უდიდესი დანაკარგია როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე მთელი სამედიცინო საზოგადოებისათვის. ჩვენ დავკარგეთ პროფესიონალი, რომელმაც მთელი ცხოვრება ადამიანს და მის სამსახურს მიუძღვნა.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, სტუდენტებსა და  საუნივერსიტეტო საზოგადოებას“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია ჭავჭავაძის გამზირზე – არიან დაშავებულები – რა ხდება ადგილზე
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14 აგვისტოს – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ეღირება უცხოური ვალუტა ხვალ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge