Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს და აგვისტოს თვის შესახებ აფრთხილებს

August 13, 2025
“რას ნიშნავს დრაკონის წელი”– მიხეილ ცაგარელის განმარტება

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს და გასცემს რეკომენდაციას – რა ელის თითოეული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს, იყვნენ თუ არა ფრთხილად და რას მიაქციონ ყურადღება, რომ აგვისტოს თვე შედარებით სტაბილურად და დანაკარგების გარეშე განვლონ:

აგვისტოში, ვერძი საკმაოდ დინამიკური იქნება, ძალებით სავსე და გამოავლენს თავის საუკეთესო მხარეს. თუ პროცესებს არ გააკონტროლებთ, შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ და გაჩნდეს სერიოზული ხარვეზი. მეორე დეკადა განსაკუთრებით ხელსაყრელია ქორწინებისთვის და ახალი პროექტების დასაწყებად. თვის ბოლოს მოერიდეთ სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას. ამავე პერიოდში მოსალოდნელია ახალი შემოთავაზება.

კუროსთვის აგვისტო დინამიკური, მაგრამ დაძაბული და დამღლელი თვეა. პირველ დეკადაში აუცილებელია ილუზიებისგან თავის დაღწევა, პრობლენების მოგვარება ურთიერთობებში და რაც მთავარია, გადამწყვეტი მოქმედება. მეორე დეკადა შედარებით მშვიდი და ჰარმონიულია. მოსალოდნელია სასარგებლო კავშირების დამყარება. 20-დან 25 აგვისტომდე არ მოაწეროთ ხელი კონტრაქტებს, რადგან არასტაბილური პერიოდია და შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს.

ტყუპებისთვის კი აგვისტო ძალიან საინტერესო და წარმატებულია, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. მზად იქნებით რისკზე წასასვლელად, საქმეში ახალი მეთოდების გამოცდისთვის. თუმცა, გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულება.

კირჩხიბი წინააღმდეგობებს წააწყდება 10 აგვისტომდე. მეორე დეკადაში კი მეტად წარმატებული იქნება. კარგია ამ პერიოდში ახალი საქმის დაწყება, ქორწინება, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება, იმიჯის შეცვლა. ეცადეთ, აკონტროლოთ ხარჯები.

ლომისთვის აგვისტო პოზიტიური ცვლილებებისა და გარდაქმნების პერიოდია. თუ გამოიყენებთ არსებულ კავშირებს, 10-დან 20 აგვისტოს ჩათვლით, დღეები შედარებით წარმატებული იქნება.

თვის ბოლოს იყავით ყურადღებით, რადგან დიდია მოტყუების ალბათობა.

აგვისტო ქალწულებისთვის რთულია და დაძაბული, განსაკუთრებით 1-10 აგვისტო. 10-დან 20 აგვისტოს ჩათვლით კი პოზიტიური პერიოდი დაიწყება. თვის ბოლოს გაძლიერდება სასიყვარულო კავშირები. წარმატება ელის საქმიან კავშირებსაც.

აგვისტოში სასწორი აქტიურად ითანამშრომლებს საქმიან პარტნიორებთან, გადაჭრის პრობლემებს, დაეხმარება სხვებს. პირველი დეკადა შედარებით რთულია, რადგან შესაძლოა, შეხვდეთ მცირე გაუგებრობები. მეორე დეკადაში კი მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, ახალი სამსახურის პოვნა.

მორიელისთვის აგვისტო დატვირთული თვეა. პირველ დეკადაში აქტიური მუშაობა მოუწევს. მეორე დეკადაში კი რისკი გამართლებულია და ფინანსური კეთილდღეობაც იმატებს. თვის ბოლოს კარგია მოგზაურობა და დასვენება.

აგვისტო ძალიან საინტერესო თვეა მშვილდოსნებისთვის. მოსალოდნელია ცვლილებები ცხოვრებაში, საინტერესო შეხვედრები, სულიერი განვითარება. 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, მოსალოდნელია კარიერული ცვლილება, რასაც მოჰყვება მცირე უსიამოვნება… სრულად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნინოს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის”- ნინო კალანდია
  • ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 12 საათით შეწყდა – ნახეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge