Wednesday, August 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს დაზიანება ნელა ხორცდება” – ჯანმრთელობის რა პრობლემა აქვს გიორგი ჩაკვეტაძეს და როგორია მისი მდგომარეობა

August 12, 2025
გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს

გიორგი ჩაკვეტაძის ფეხის თითის ტრავმის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, რასაც „უოტფორდმა“ განცხადებაც მოაყოლა და ვრცლად ახსნა, თუ რა პრობლემა აქვს ფეხბურთელს და როდის დაუბრუნდება ის მოედანს.

„გიორგი ჩაკვეტაძე სავარაუდოდ მოედანზე დაბრუნებას მომავალ თვეში შეძლებს, მას შემდეგ რაც ფეხის სერიოზულ ტრავმას მოიშუშებს. ქართველ ნახევარმცველს ძვალთან დაკავშირებული პრობლემა აპრილში, ბრისტოლ სიტის წინააღმდეგ გასვლით მატჩში გამოუჩნდა, რაც ზედმეტი დატვირთვისა და განმეორებითი დარტყმების შედეგი იყო.

ეს დაზიანება ცნობილია, რომ ნელა ხორცდება, რის გამოც ჩაკვეტაძემ დარჩენილი სეზონი გამოტოვა. მან ვარჯიშზე ადრე დაბრუნება გადაწყვიტა, რათა რეაბილიტაცია გაეგრძელებინა და პაულო პეცოლანოს გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ქცეულიყო. ივნისში ჩატარებულმა სკანირებამ აჩვენა, რომ პრობლემა კვლავ არსებობდა, თუმცა შედარებით მსუბუქად. ამის შემდეგ ის გუნდთან ერთად ვარჯიშებს ეტაპობრივად დაუბრუნდა და გასულ თვეს დაგეგმილი იყო, რომ დეპორტივოსთან ამხანაგურ შეხვედრაშიც უნდა მიეღო მონაწილეობა. თუმცა ხუთი ვარჯიშის შემდეგ ჩაკვეტაძემ ისევ ტკივილი იგრძნო და სიფრთხილის მიზნით გამოკვლევა ხელახლა ჩაუტარდა.

დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ ექიმებმა ურჩიეს, ექვსი კვირის განმავლობაში დატვირთვისთვის თავი აერიდებინა და ემუშავა მხოლოდ ძალისა და ფიზიკური მზადყოფნის გაძლიერებაზე. ამ პერიოდიდან ორი კვირა სანაკრებო შესვენებაზე მოუწევს. შემდგომი სკანირების დადებითი პასუხი კი დიდი ხნის ნანატრ დაბრუნებას მოასწავებს, რაც გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იქნება“, – წერს „უოტფორდის“ ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე უკვე ოფიციალურად, 4 და 7 სექტემბერს თურქეთთან და ბულგარეთთან გასამართ სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რის თქმას აპირებს ტრამპი ზელენსკისთვის – აშშ-ის პრეზიდენტი სატელეფონო ზარს განახორციელებს
  • “სამართლიან აღშფოთებას იწვევს” – როგორ ეხმაურება უკრაინის საგარეო “ოცნების” წინასაარჩევნო რეკლამას, სადაც უკრაინის ომის კადრებია გამოყენებული
  • მასშტაბური ხანძრები ევროპაში – არის მსხვერპლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge