დიდი პატივია სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ყოფნა, როცა ჩვენ ათწლეულობით ომისა და სიკვდილის შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ეს ორი შესანიშნავი კაცია, დიდებული ლიდერები. ახლა ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან!” – წერს ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობით სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას.