Sunday, September 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სააპელაციო სასამართლო გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

August 11, 2025
“დამიკავშირდა გამომძიებელი და ხვალ, 11:00 საათზე, უნდა წამიყენონ ბრალი “მტკვარი ჰესის” საკითხზე”- გიორგი ბაჩიაშვილი

სააპელაციო სასამართლო გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ, 12:00 საათზე გამოაცხადებს. მანამდე კი სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია რამდენიმე საათის განმავლობაში ისმენდა მხარეთა დასკვნით პოზიციებს.

დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მსჯავრდებულმა ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის განაჩენი გაასაჩივრა. საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომლის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და ფულის გათეთრებისთვის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მეორე ინსტანციაში ადვოკატები დღეს მთელი დღე იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ ბრალდებული უსამართლოდ იდევნება.

პირველი ინსტანციის მსგავსად, ბაჩიაშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოშიც ამტკიცებდნენ, რომ მაინინგში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაბანდებული 5 მილიონი, თითქოს იყო მხოლოდ სესხი და არა ინვესტიცია, საიდანაც ინვესტორს კონკრეტული მოგება უნდა მიეღო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის თავად გიორგი ბაჩიაშვილის ელექტრონული მიმოწერით კი დგინდება, რომ ინვესტიციის საერთო მოცულობა 6 მილიონ-ნახევარ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 5 მილიონი ივანიშვილის, მილიონ-ნახევარი კი ბაჩიაშვილის შენატანი იყო.

თავად გიორგი ბაჩიაშვილმა ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას ინტერპრეტაცია უწოდა. განსასჯელმა პროკურატურის მტკიცებულებების საპირისპიროდ კვლავ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ “გლობალური ომის პარტიის“ თეორიას არ იზიარებდა.

მსჯავრდებულის პოლიტიკურ განცხადებებს სპეკულაციად აფასებს ბრალდების მხარე. პროკურორი ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებები რეალობას აცდენილია და მსჯავრდებული, ხშირად, საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება.

სააპელაციო სასამართლო ბაჩიაშვილის საქმეზე, რომელიც დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას უკავშირდება, გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Green Card-ის გათამაშება ფასიანი ხდება – რა ეღირება
  • დონალდ ტრამპი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • ვის მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება? – იხილეთ ჩამონათვალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge