ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში, სადაც მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული გზის მონაკვეთში, უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, პრევენციული სამუშაოები გადაუდებელი წესით დაიწყო.
გვიან ღამით, ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა. მისი თქმით, ფერდზე სპეციალური ბეტონის ბლოკებით დამცავი კედელი სამ რიგად მოეწყობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კახა კალაძე FACEOBOOK – ის პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც მიმდინარე სამუშაოებზე საუბრობდა. ვიდეომიმართვის კომენტარებში, დედაქალაქის მერმა მოქალაქის კრიტიკულ კომენტარს ასე უპასუხა: – „რა დაგიშავეთ დეიდა“ – მიმართმა კალაძემ სოციალური ქსელის მომხმარებელს.



