Sunday, August 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად ორი პირი დაიჭრა” – საქართველოს პროკურატურა

August 11, 2025
“ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად ორი პირი დაიჭრა” – საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ძალადობის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარედგინა.

მათივე თქმით, 8 აგვისტოს, სამმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ პირს, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებულებმა კი საკუთარ სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად ორი პირი დაჭრეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, გორში, სამმა პირმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ პირს. იმავე დღეს, დაზარალებული სამ პირთან ერთად სიტუაციაში გარკვევის მიზნით შეხვდა თავდამსხმელებს და მათ თანმხლებ სამ პირს, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირსპირებისას ერთმა პირმა მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად ორი პირი დაჭრა, ხოლო იქ მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.მომხდარის შემდეგ ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იგი თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას და ნარკოტიკულ საშუალებას.

ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის ჯანმრთელობას, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუთ პირს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა განაპირობებს ქობულეთის მონაკვეთზე ავარიების სიხშირეს? – გელა კვაშილავა
  • ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Rejjie Snow საბა ჯიქიას მიმართავს
  • “ასე მთავრდება ხოლმე ქვეყანაში, სადაც შავ სამყაროსა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილია” – გიორგი სიორიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge